კამალა ჰარისი - ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შევხდები

ნანახია: 278
სრული ინფორმაცია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“, კამალა ჰარისი აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ორმხრივად, უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეხვდება.

„არა, ორმხრივად, უკრაინის გარეშე არა. უკრაინას უნდა ჰქონდეს სიტყვის თქმის საშუალება უკრაინის მომავალზე“, - განაცხადა ჰარისმა CBS-თან ინტერვიუში, როდესაც მას ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ომის გადაწყვეტის საკითხზე დიალოგისთვის.

ჰარისმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ომის დასრულებაში წარმატების მიღწევა ვერ მოხდება, თუ უკრაინა და გაერო-ს წესდება არ მიიღებენ მონაწილეობას ამ წარმატების ფორმირებაში.

ამასთან, ჰარისის მტკიცებით, დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, „პუტინი სწორედ ახლა კიევში იჯდებოდა“.

”ის საუბრობს, ოჰ, მას შეუძლია დაასრულოს ომი პირველივე დღეს. იცით ეს რა არის? საუბარია კაპიტულაციაზე“, - აღნიშნა ჰარისმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.

„ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი ურყევია. ვამაყობ უკრაინის გვერდით დგომით - გავაგრძელებ უკრაინის გვერდით დგომას“, - აღნიშნა ჰარისმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."