გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის

ნანახია: 225
სრული ინფორმაცია

ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ გერმანიის საელჩოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იქნება სრულად ფუნქციური დემოკრატია საქართველოში.

„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები აქ საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის.

ჩვენ ყველას გვესმის, რა დგას საფრთხის ქვეშ ახლა - ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ნამდვილად ღრმად ვწუხვარ, განცხადებების გამო, როგორიც არის: „ჩვენ ვაპირებთ ოპოზიციის განადგურებას არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ უდიდეს უმრავლესობას“. ყველაფერი ეს კარგი არ არის სტაბილური დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და იმისთვის, რასაც ქართველი ხალხი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ესწრაფოდა.

ჩვენ ყველა დავაკვირდებით 26 ოქტომბრის არჩევნებს და ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ სრულად ფუნქციურ დემოკრატიას საქართველოში. ეს ჩემი იმედიც და სურვილიც არის ყველა თქვენგანის მიმართ”, - განაცხადა დეპუტატმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."