პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ

ნანახია: 255
სრული ინფორმაცია

პარტიები „ახალი“, „დროა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ.

ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.

მისი თქმით, ახლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი.

“ახალი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რაც შეეხება ერთიან საარჩევნო ნომერსა და სახელს, გვარამია ამბობს, რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.

“4-იანზე [საარჩევნო ნომერზე] შეჯერებული ვართ. სახელზე ვიმსჯელებთ. ერთიანი გადაწყვეტილება გვჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის შეთანხმებას, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს არცერთი პოლოტიკური პარტიის წევრი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ. გარდა ამისა, გვარამიამ უპასუხა კითხვას გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მათი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკა გილაური იქნება. გვარამიამ აღნიშნული არ დაადასტურა. “ნიკა გილაური ჩემი მეგობარია. ის ყველაზე კარგი პრემიერ-მინისტრია და ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩაიბარებდეს საქართველოს წინსვლას, მაგრამ ვერ დაგიდასტურებთ, რომ შეთანხმებულია და მისგან თანხმობა გვაქვს”, - განაცხადა გვარამიამ.


ფოტო: პუბლიკა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."