ტარიელ ნაკაიძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრების სერგო ორჯონიკიძესთან შედარებას, პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა - ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობის წევრებმა შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს და ქაღალდები ესროლეს

ნანახია: 287
სრული ინფორმაცია

ვინაა ბიჭო ორჯონიკიძე. ნაბიჭვარო შენა, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების განცხადების ფორმატით სარგებლობდა.

ალუდა ღუდუშაური ტარიელ ნაკაიძესთან მივიდა და გამოსვლა მას შემდეგ შეაწყვეტინა, როცა დეპუტატმა კანონის მიღების შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრები სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.

„თუ დღეს ქვეყნის საბოლოოდ განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძეთა გვერდით მოიხსენიება თქვენი სახელი და გვარები“, - განაცხადა ნაკაიძემ.

დეპუტატებს შორის სიტუაციის განმუხტვას სხვა დეპუტატები და მანდატურები ცდილობდნენ.

„ზედმეტი არ მოგივიდეს“ - მიმართა დავით მათიკაშვილმა ტარიელ ნაკაიძეს.

ინციდენტში „ხალხის ძალის“ დეპუტატებიც ჩაერთნენ, ერთ-ერთმა მათგანმა, დიმიტრი ხუნდაძემ ტარიელ ნაკაიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავში ფურცლებიც ესროლა.

ასევე, ტარიელ ნაკაიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით კიდევ ერთმა დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მიმართა: "რას კადრულობ, შენ ნომრიანო აგენტო".


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."