საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

ნანახია: 80
სრული ინფორმაცია

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა


USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორის ჩართულობის გზით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.


USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში (შემდგომში, პროგრამა) საპილოტე პროექტების მეშვეობით, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერას, რათა მათ განახლებადი ენერგორესურსებით, ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, მოთხოვნის მხარის მართვისა და ენერგეტიკის მართვის სისტემების გამოყენებით განახორციელონ საპილოტე პროექტები.


ამ ინიციატივის ფარგლებში, დღეს 23 აპრილს, საქართველოში პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური ოფიციალურად გაიხსნა .


მოცემული საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს.


შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.


USAID- ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში “, წარმოადგენს 5 წლიან პროექტს . რომლის ბიუჯეტი 20,2 მილიონი აშშ დოლარია პროგრამას ახორციელებს შპს დელოიტ ქონსალთინგი LLP), - (USAID) . აშშ ს საერთაშორისო წგანვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება გრძელვადიანი , , პოლიტიკისა და მმართველობის გზით სექტორზე მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული მგრძნობელობის შემცირებით განახლებადი ენერგიის წარმოებაში (ქარი, მზე )და ჰიდროენერგეტიკა კერძო სექტორის ინვესტიციების ზრდისა და ქართული ინსტიტუციების


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგებიან USAID/საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ჯონ პენელი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია; სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნატალია ხარატიშვილი; თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი დარჩიაშვილი და შპს აგრო იმპექსის თანადამფუძნებელი ლაშა ჯინჭარაძე
საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგურის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაიმართა

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."