ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია - ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ აღინიშნა

ნანახია: 257
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის დღე სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია - ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულს წელს სლოგანით „აირჩიე განახლებადი ენერგია - ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“ შეუერთდა. მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ბოლნისში სხვადასხვა შემეცნებითი და სპორტული აქტივობა მოეწყო.

მდგრადი ენერგეტიკის დღის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში მოქმედი საჯარო და კერძო სკოლების ეკო კლუბის წევრებმა, ავთანდილ გაბრიჭიძის ვენახში მოწყობილი მზის ენერგიის პანელი მოინახულეს. მეღვინე მზის პანელით გამომუშავებული ენერგიის დახმარებით ოზონატორს ამუშავებს და ვენახს ეკოლოგიურად სუფთა, ოზონირებული წლით რწყავს.

სკოლის მოსწავლეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მდგრადი ენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ თავმჯდომარემ გურამ ავქოფაშვილმა კი ეკო კლუბის წევრებს მეღვინეობაში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციისა და სოფლის მეურნეობაში განახლებადი ენერგიის გამოყენების უპირატესობებზე უამბო.

მდგრადი ენერგეტიკის დღე ველოტურით დასრულდა. ძველი გერმანული უბნიდან სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და სქესის ადამიანებმა ველოსიპედებით სტარტი აიღეს და ქალაქის ცენტრალური მონაკვეთი გაიარეს. ღონისძიებაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმაც მიიღო.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."