კარლ ჰარცელი - გეგმაში, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს და ძალიან მომეწონა, ისინი ამბობდნენ: რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას

ნანახია: 328
სრული ინფორმაცია

ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ და მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რას ნიშნავს ევროკომისიის ჩანაწერში ოლიგარქიზაცია და ვის ეხება ის.

როგორც კარლ ჰარცელი განმარტავს, მას მოეწონა სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი გეგმა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას.

„ჩემი აზრით, ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ და მათ შორის დასახულ პრიორიტეტებს, ცხადია, რომ მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან. მსგავის შეხედულება ასახულია უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს გაცილებით ფართო ფენომენია, რომელიც რეგიონის გამოწვევების ნაწილს წარმოადგენს. საბოლოოდ, უნდა ვთქვათ, რომ გამართულ დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკაში წესები ყველას უნდა ესადაგებოდეს, მნიშვნელოვანია, რომ არასაჭირო ინტერესებს, იქნება ეს პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ხასიათის ბალანსზე რაიმეს სახის გავლენის მოხდენის საშუალება არ მიეცეს.

პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ძლიერ ინსტიტუტებზე. უნდა არსებობდეს იმედი, რომ მათ საკუთარი მანდატის შესრულება კანონის უზენაესობის სრული დაცვით შეუძლიათ. ეს არის ფუნდამენტი იმ ყველაფრისა, რაზეც საუბარია. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა განსხვავებულად გამოიყურებოდეს.


გეგმაში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინეს, რაც ძალიან მომეწონა იყო ის, რომ ისინი ამბობდნენ რეალურად დანარჩენი 11 პრიორიტეტის განხორციელება გარკეულწილად ხელს შეუწყობს ოლიგარქიული გავლენების შემცირებას. თუ ეს პრიორიტეტები წარმატებით შესრულდა, ამას ასევე სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების რისკების შემცირებაზე გავლენა ექნება. ჩემი აზრით, ეს დისკუსიის კარგი საწყისი წერტილია, რის შემდეგაც უნდა მოხდეს განხილვა და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა“,- აღნიშნავს ჰარცელი.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."