გიორგი დოხტურიშვილი - მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს სახელმწიფო ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს

ნანახია: 384
სრული ინფორმაცია

გიორგი დოხტურიშვილი - მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ყველა ოჯახს, სახელმწიფო ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს. 

ქ, დმანისის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრის შედეგად,  დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და მიყენებულ ზიანს ადგილზე პირადად გაეცნო. 

ვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ქალაქ დმანისში, სოფელ შახმარლოსა და განთიადში, სადაც ბიძგებმა საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის შენობის დაზიანება გამოიწვია. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და განათლების სამინისტროს წარმომადგენელი.

 „პირადად გავეცანი ყველა ადგილს, სადაც მიწისძვრამ პრობლემები შექმნა.  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაზიანებულია 20-მდე საცხოვრებელი სახლი. ვიმყოფებოდით დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაშიც, სადაც ვიზუალური დათვალიერებით ჩანს, რომ მიწისძვრისგან გამოწვეული დაზიანება ნამდვილად არის. დავიწყებთ საექსპერტო დასკვანზე მუშაობას, თუ რა მოქმედება დავგეგმოთ შემდგომში. ჩვენ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. მუნიციპალიტეტში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დადგენისთვის საჭირო პროცედურები - ყველა ოჯახს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალდა სახელმწიფო ხარჯებს სრულად აუნაზღაურებს.“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, განთიადის საჯარო სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზა დასკვნას შენობის დემონტაჟის შესახებ  დადებს, მოსწავლეები და მასწავლებლები მიმდებარე სოფლების სკოლებში გადანაწილდებიან, მათ ტრანსპორტირებას კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."