გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა ლიურმანი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას

ნანახია: 66
სრული ინფორმაცია

სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას, - ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა.

„სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია“, – განაცხადა ანა ლიურმანმა.

ლიურმანის ინფორმაციით, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განხილული იქნება საქართველოში არსებული ვითარება.

ანა ლიურმანის განცხადების თარგმანს გერმანულიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."