გოგი მეშველიანმა რეგიონული განვითარების სამინისტროსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

ნანახია: 568
სრული ინფორმაცია

გოგი მეშველიანმა სამაჟორიტარო ოლქში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებთან -ილია ბეგიაშვილთან და კობა გაბუნიასთან, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.


 
მაჟორიტარი დეპუტატი სტუმრებთან ერთად გაეცნო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ სამუშაოებს და მათთან ერთად განიხილა სამომავლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები.

„მინდა სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო წალკელებს, ბარეთის გზის მშენებლობის პროექტირება დაიწყო",  - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა  გოგი მეშველიანმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქალაქ ბოლნისში 1 197 885 ლარის ღირებულების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ესენია:

• მერაბ კოსტავას და იაკობ ცურტაველის (თამარ მეფის ქუჩა N10 დან N12-მდე) ქუჩებზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები (N1 მონაკვეთი, N2 მონაკვეთი 2-1) ;


• ფარნავაზ მეფის ქუჩაზე (N54-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობა;

 შოთა რუსთაველის ქუჩაზე (N47-დან N79-მდე) ქვაფენილების მოწყობა.

თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში დასრულებულია 3 135 062 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფლების:
• ჯორჯიაშვილისა და ბოგვში მოეწყო წყალმომარაგების სისტემები.

• სოფელ ენაგეთში მოწესრიგდა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სკოლამდე მისასვლელ გზას. სოფელ ჯორჯიაშვილში კი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - 535 999 ლარი.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელებში:
•საბეჭისი, ბარეთი ლივადი და იმერაში დასრულდა სასმელი წყლის სისტემებისა და ჭაბურღილების რეზერუარების მოწყობის სამუშაოები, რომლის მთლიანი ღირებულება 856 996 ლარი შეადგინა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."