ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს

ნანახია: 504
სრული ინფორმაცია

ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს. როგორ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა შეამკო. მემორიალთან ასევე დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

„კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 9 აპრილთან დაკავშირებით თეამტური კუთხე მოეწყო. ისტორიკოსმა ქეთევან ხეცურიანმა ახალგაზრდებს 9 აპრილის მნიშვნელობა გააცნო. 9 აპრილის აქციის მონაწილეებმა კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და 32 წლის წინ განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრეს.  აღსანიშნავია, რომ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენებიდან ორ წელში, 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე, მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, - აღნიშნულია ბოლნისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დღეს 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მივაგეთ და გავიხსენეთ. მშვიდობიან პროტესტს 32 წლის წინ 21 ახალგაზრდა ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი დაიჭრა და დაშავდა. სწორედ ეს დღე აღმოჩნდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დასრულების წინაპირობა ამიტომ ჩვენი მოვალეობაა არასდროს დავივიწყოთ 9 აპრილის გმირები და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების მთავარი ეროვნული ღირებულება თავისუფლებაა და სწორედ ამ თავისუფლების მოპოვებას ემსხვერპლნენ ეს ადამიანები“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ცნობისთვის, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია. ამ ტრაგიკულ ღამეს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და სკოლის მოსწავლეები.


ბოლნისში 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენეს



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."