ბოლნისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ნანახია: 545
სრული ინფორმაცია

დღეს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინა მედიის წინ ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა გაიკეთა და მედიკოსებს აცრისკენ მოუწოდა.

,, დღეს, 17 მარტს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაიწყო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით, რომელიც არის კორეული წარმოების. პირველ ეტაპზე ვაქცინა განკუთვნილია და პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენს მედპერსონალი. დღეს ავიცერი, მტკივნეული ნამდვილად არ არის, თავს ვგრძნობ კარგად. ჩემთან ერთად აიცრა მედპერსონალის ნაწილი, ნაწილი კი აიცრება თანმიმდევრულად. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მედპერსონალს ვაქცინაცია ჩაიტარონ აუცილებლად, იმიტომ, რომ ეს არის ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი და ამის გარეშე ეპიდემიას ვერ დავამარცხებთ“,- განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა.

ვაქცინაცია დღეს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბოლნისის რაიონული სამსახურის მენეჯერმა ხათო ლობჟანიძემ, სასწრაფოსა და კლინიკის  რამდენიმე ექიმმაც გაიკეთეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ,,ასტრაზენეკას“ 500 დოზა ვაქცინა 14 მარტს მიიღო, რომელიც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დასაწყობდა.

ვაქცინაციას პირველ ეტაპზე მედპერსონალი და სხვა რისკ  ჯგუფები ჩაიტარებენ.

ბოლნისში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო



    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."