,,მე რაღა მინდა იმ ქალაქში ,რომელიც ვერ აღიქვამს კულტურის ფასს"

ნანახია: 1 014
სრული ინფორმაცია

,,ყველას ქომაგი ვიყავი და ჩემი ოჯახისა და შვილების ქომაგი ვერ გავხდი, ვერ გავხდი ჩემი ,,ბოლნელის" ქომაგი, ჩემს მოსწავლეებს მსოფლიო დასები იწვევენ და ყოველდღიურად თითოეული მათგანი მადლობას მიხდის, ჩემი შვილიც წავიდა ამ ქალაქიდან მათ მსგავსად, იმიტომ რომ ამხელა პოტენციალს ეს ქალაქი არ იყენებს. ჩემი, როგორც პედაგოგის გაჩერებას აქ  რაღა აზრი აქვს აქ? ", - ეს განცხადება ქორეოგრაფიულ ანსამბლის ,,ბოლნელი" ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა რადიოვივის გადაცემა ,,ქალები ცვლილებებისთვის" პირდაპირ ეთერში გააკეთა.  

მისივე თქმით, ფეხქვეშ გათელილია მისი უფლებები, დღეს ის არა ,,ოცნებელი", არამედ კუთხეში მიგდებული ვიგინდარაა, რომელსაც აღარც ღირსება შერჩა და აღარც არაფერი, ასე დაინახა მისმა ქალაქმა მისი ღვაწლი და გაწეული შრომა.

,,
ბოლნელის" აღსაზრდელები სუხიშვილებისა და გიორგი ალექსიძის სახელობი საბალეტო დასის მოცეკვავეები არიან და სწორედ მათი მასტერკლასებით გადიოდა ,,ბოლნელი" წვრთნებს.ეს იყო ამ დიდი ხის ,,ბოლნელის" ნაყოფი, რომელიც 30 წლის წინ დაირგო. ეს არის ის სისხლი, რომელიც სჭირდება ქალაქში მომავალ თაობას, რომ მაღალი ხარისხი, პროფესიონალური დონე მიიღოს, თუმცა ჩემი ერთი ვაჟი უკვე გაიქცა საზღვარგარეთ, შესაძლოა ამ ქალაქში ბევრი იყოს დასაქმებული, მაგრამ ჩემი ოჯახის არცერთი წევრი. არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს მეორე შვილს - ერელესაც მოუნდებოდა ქვეყნიდან გაქცევა- ისიც ფიქრობს ამაზე. ჩემი მესამე შვილისთვის ,,ბოლნელის" გაჩერება ტრაგედიაა, ის ჯერ სკოლის მოსწავლეა და უკვე ისიც ალაპარაკდა, იმაზე რომ  წავიდეს ამ ქვეყნიდა, იმიტომ რომ ვეღარ ხედავს პერსპექტივას, განვითარებას და ამ დროს, მე რაღა მინდა ამ ქვეყანაში? როდესაც ქალაქს არ აქვს ამ ყველაფრის აღქმის უნარი, იმის უნარი რა გაუკეთდა ქალაქს ჟღენტების ოჯახის მიერ გაღებული ენერგიით, რა კულტურა, რა პერსპექტივა და განვითარება. ეს ყველაფერი ისეთი ჭიდაობისა და სტრესის ხარჯზე ხდება ვფიქრობ, ღიირს კი რამის შექმნა ამ ქალაქში? მით უფრო, რომ ასაკითაც გადავაბიჯე უკვე ნახევარ საუკუნეს, როდესაც ამხელა პოტენციალს ბოლნისი არ იყენებს . მე არ შემიძლია ამ ყველაფერს მშვიდად ვუყურო, ოჯახი დამენგრა. რამდენი ხანია მეუღლის დასაქმების მცდელობისთვის დავდივარ, არ გამოიძებნა არც ჩემი ბიჭებისთვის, გარბიან საზღვარგარეთ, არადა რამდენი შტატიანი თანამშრომელია ხელფაებს, რომ ტყუილად იღებენ. მე ტყუილად არაფერი მჭირდება. ჩემი შვილების პოტენციალის გამოყენება უნდოდათ უფასოდ -ნუ, ეს არის დაცინვა. ყველაფრის ზენიტი კი ის არის, რომ მე გახლავართ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,  კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი, ყველას გვერდით ვდგავარ და ყველას ქომაგი ვიყავი, მაგრამ ვერ გავხდი ჩემი ოჯახისა და შვილების, ჩემი ,,ბოლნელის" ქომაგი. მაპატიეთ, აღელვებისთვის. დამიგროვდა სათქმელი და გინდ პოსტები მიმოწმონ რას ვწერ, გინდ ამ რადიოს მოუსმინოს, რას ვლაპარაკობ. უკვე ყველაფერს აქვს საზღვარი. 2012 წელს ბევრი, რომ ჩირგვში იჯდა მე გამოვედი და ხმა ავიმაღლე იმ უმსგავსობების მიმართ, რაც ქალაქში ხდებოდა. მერიაში არ მიშვებდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. პირველი დავუპირისპირდი იმ საშინელებას და დღეს იმის გამო, რომ ვიბრძოლე სათანადოდ, ვარ გათელილი, ფეხქვეშ გათელილია ჩემი უფლებები, დღეს მე ვარ არა ,,ოცნებელი", არამედ კუთხეში მიგდებული ვიგინდარა, რომელსაც აღარც ღირსება შერჩა და აღარც არაფერი, ასე დაინახა ჩემმა  ქალაქმა ჩემი ღვაწლი და გაწეული შრომა. ვის რა უნდა მივმართო ? ყველამ მომიტევეთ, მივმართავ მხოლოდ ჩემს აღსაზრდელებს: დიდ ბოდიშს გეუბნებით, დიდი ბოდიში. მე მზად ვარ, თუ ხვალ დამატოვებინებენ სამსახურს, უყოყმანოდ , ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, დავუწერო განცხადება და წამოვიდე. დიდი მადლობა ჩვენს ქალაქს ", - განაცხადა კობა ჟღენტმა 

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი" შემოქმედებით მოღვაწეობას წყვეტს, - ამის შესახებ ანსამბლის მთავრმა ქორეოგრაფმა და ხელმძღვანელმა კობა ჟღენტმა ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბოლნელი" 2019 წლის მარტიდან იძულებული გახდა საკუთარი სარეპეტიციო დარბაზი დაეტოვებინა. სარეპეტიციო დარბაზის შენობის ამორტიზებულობის, არამდგრადობისა და უსაფრთხოების არასათანადო ნორმების გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ,,ბოლნელს" რეპეტიციების ჩატარება ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკის წერიტორიაზე არსებულ კინოთეატრის შენობაში აეკრძალა და დროებით, ჯერ ბოლნისის ს.ს. ორბელიანის სახელობის საჯარო სკოლაში, შემდეგ კი, ბოლნისის მე-3 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მოუწია გადასვლა. 

2020 წლიდან ანსამბლმა რეპეტიციების წარმართვა პანდემიის გამო შეაჩერა, 2021 წლის 15 თებერვლიდან კი ,,ბოლნელის" ხელმძღვანელი რეპეტიცვიების განახლებასაც კი აანონსებდა, თუმცა  ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მოთხოვნის საფუძველზე კვლავ შეაჩერა, რადგან  არ არსებობს შესაბამისი ბრძანება განათლების სამინისტროს მხრიდან, რაც უფლებას მისცემს სახელოვნებო წრეებს საჯარო სკოლებში სარეპეტიტორო საქმიანობა აღადგინონ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."