არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობის სტატისტიკა

ნანახია: 13
სრული ინფორმაცია

მერების და საკრებულოების წევრების ასარჩევად დღის 12 საათისთვის ხმა მისცა 602 445 ამომრჩეველმა, რაც ცესკოს ინფორმაციით, საერთო რაოდენობის 17,15%-ია.

4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 513 818 ამომრჩეველი.

როგორია აქტივობის მონაცემები ქვემო ქართლსა და კონკრეტულად ბოლნისის მუნიციპალიტეტში:
ქვემო ქართლში 10:00 საათის მონაცემებით ყველაზე დაბალი აქტივობა იყო, თუმცა 12:00 საათის მონაცემებით ციფრები შეიცვალა და აქტივობამ 17.74% გახდა .

რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, სადაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 56 625 ამომრჩეველი 10: 00 საათისთვის 7. 34 % იყო აქტივობა.

 12:00 საათისთვის აქტივობამ 18.66%- მდე აიწია. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩელთა 10 565 -მა ადამიანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 30,76% იყო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი, 12,93% - თბილისში.

წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 12:00 საათისთვის აქტივობა 17,72% იყო.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."