Главная > ბოლნისი / არჩევნები 2024 > არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობის სტატისტიკა
არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობის სტატისტიკა4-10-2025, 14:08. Разместил: mariko |
მერების და საკრებულოების წევრების ასარჩევად დღის 12 საათისთვის ხმა მისცა 602 445 ამომრჩეველმა, რაც ცესკოს ინფორმაციით, საერთო რაოდენობის 17,15%-ია.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 513 818 ამომრჩეველი.
როგორია აქტივობის მონაცემები ქვემო ქართლსა და კონკრეტულად ბოლნისის მუნიციპალიტეტში:
ქვემო ქართლში 10:00 საათის მონაცემებით ყველაზე დაბალი აქტივობა იყო, თუმცა 12:00 საათის მონაცემებით ციფრები შეიცვალა და აქტივობამ 17.74% გახდა .
რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, სადაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია 56 625 ამომრჩეველი 10: 00 საათისთვის 7. 34 % იყო აქტივობა.
![]() 12:00 საათისთვის აქტივობამ 18.66%- მდე აიწია. ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამომრჩელთა 10 565 -მა ადამიანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.
ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისთვის აქტივობა ყველაზე მაღალი, 30,76% იყო რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, ხოლო ყველაზე დაბალი, 12,93% - თბილისში.
წინა, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში 12:00 საათისთვის აქტივობა 17,72% იყო.
Вернуться назад |