სრული ინფორმაცია
ქალაქ ბოლნისის №2 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა დავით შერაზადიშვილმა
,,ხმა მივეცი მშვიდობასა და ბოლნისის განვითარებას.დღევანდელი არჩევნები დემოკრატიის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესი, არამედ საკუთარი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობის აღებაა.”,- წერს სოციალურ ქსელში შერაზადიშვილი
4 ოქტომბერს საქართველოს მუნიციპალიტეტებში მერებისა და საკრებულოების არჩევნებია. კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადი ოპოზიციური პარტიების ნაწილმა. არჩევნების მეთვალყურეობაზე წელს პირველად თქვეს უარი ძირითადმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. არჩევნებს არც ეუთოს მისია აკვირდება.