CENN-მა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ ფარგლებში, მედია ტური გამართა

ნანახია: 37
სრული ინფორმაცია

CENN-მა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ ფარგლებში, მედია ტური გამართა ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის.

მედია ტური ითვალისწინებსა მედია კონკურსსაც, რომლის მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ინიციატივები, რომლებიც ემსახურება სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, შშმ და სსმ ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და სხვა) ცხოვრების გაუმჯობესებას.

საკონკურსო თემატიკაა :პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული ინიციატივები. ამ ინიციატივების შესახებ, კონკურსში მონაწილე ყველა პირს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია მედია ტურის ფარგლებში.

მედია ტური: თემატიკის სიღრმისეული გაშუქების მიზნით, 16-17 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთსა (ახალციხე) და ქვემო ქართლში (ბოლნისი, მარნეული) გაიმართა.

მის ფარგლებში ცენტრალური, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონული მედიის 15 წარმომადგენელმა (როგორც ტრადიციული, ისე ციფრული მედიის) გაეცნო სამიზნე მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა თემატიკაზე განხორციელებულ პროექტებს და მიღწეულ შედეგებს.
მედია ტურის ფარგლებში პროექტის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება და განთავსება.

რეგიონული მედიის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოენახულებინა ორ რეგიონში განხორციელებული პროექტები. ქვემო ქართლში მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლრბის ცენტრი, სადაც ხორციელდება CENN- ის პროექტის ფარგლრბში დაფინანსებული პროგრამა ,,გადადგი ნაბიჯი განვითარებისკენ”.

პროგრამა ორიენტირებულია ქალთა გაძლიერების მიმართულებით.
ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტში მოინახულეს საკვირაო სკოლა.

საერთო ჯამში CENN-მა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის’’ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის 20 ზე მეტი ინიციატივა დააფინანსა. პროექტი 2021 წელს დაიწყო და 2025 წლის დეკემბერში დასრულდება .

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."