ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი სლოგანით „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ მოეწყო

ნანახია: 232
სრული ინფორმაცია

ბოლნისში, ძველ გერმანულ უბანში, ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი სლოგანით „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი“ მოეწყო

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ჯამში 70-მდე მეღვინეობამ მიიღო. ფესტივალში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო წარმოდგენილი.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყო დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის კონკურსი, რომელსაც, როგორც ადგილობრივი, ასევე ამერიკელი ღვინის ექსპერტებისა და სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური ჰყავდა. კონკურსში, 70 მეღვინეს შორის ბოლნისიდან დიდი ოქრო - „შალოს მარანმა“ და „მუხიგულის ღვინომ“ მოიპოვეს.
ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში, გაიხსნა ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ექსკლუზიურად ბოლნისური ღვინის სადეგუსტაციო სივრცე იქნება. საუკუნოვანი გერმანული სახლი ბოლნისში მდებარეობს და მისი სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია კომპანია „არემჯის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ ჩართულობით განხორციელდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯონი შუბითიძე და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი.

ღონისძიების სტუმრების განწყობაზე ბოლნისის ახალგაზრდულმა ბენდმა „მედიატორი“ იზრუნა. ბოლნისის ადგილწარმოშობის ღვინის ფესტივალი ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურა.

ფესტივალის წარმდგენი იყო „არემჯი“, ფესტივალის მხარდამჭერები კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქპატენტი.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."