როდის მოხდება დაბა კაზრეთში გზის რეაბილიტაცია-რა პროექტები უსწრებს წინ და ჩაერთვება თუ არა პროცესში კომპანია RMG

ნანახია: 125
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს მოქალაქეებს , არასამთავრობო სექტორს და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

დავით შერაზადიშვილმა ანგარშში ყურადღება ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ იმფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.

დავით შერაზადიშვილმა საუბარში აღნიშნა, რომ 132 ინფრასტრუქტურული პროეტი განხორციელდა 2023 წელს, რომელზეც 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუ 2020 წლის ანგარიშის მონაცემებს შევადარებთ, სტატისტიკა განხორციელებული პროექტების იკლებს, ხოლო თანხები იმატებს. 2020 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 მილიონამდე ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა და ეს მაშინ, კოვიდ პანდემიის პირობებში.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ, რამდენიმე კითხვა დაისვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი დაბა კაზრეთის შიდა ამორტიზებულ გზას ეხებოდა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია.

მუნიციპალიტეტის მერმა, კითხვის პასუხად კაზრეთის გზის რეაბილიტაცია დაანონსა, თუმცა ვადები არ დაუსახელებია. აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია მას შემდეეგ განხორციელდება ,რაც დასრულდება წყალარინების სისტემის სარემონტო სამუშაოები. გზის პრობლემის საპირისპიროდ კი მუნიციპალიტეტის მერმა, ყველა იმ ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც დაბა კაზრეთში დასრულდა, იგეგმება ან ჯერ კიდევ მიმდინარეობს (კაზრეთის მეორე სკოლის აშენება, შადრევანის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღის მშენებლობა აშ).

აქვე საგულისხმოა ერთი ფაქტი, 2017-2018 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოხდა დაბა კაზრეთში კომპანია ,,არ-ემ-ჯი“-სთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, მაშინ 1,100 მეტრის მონაკვეთზე 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა დაიგო , რომელიც ბოლნისის ბიუჯეტსა და რეგიონული განვითარების ფონდს ჯამში 700 000 ლარი დაუჯდა. მოგვიანებით RMG-მ კომპანიასთან დამაკავშირებელი გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გააკეთა, ამჯერად საკუთარი ფიანანსებით, თუმცა შიდა გზები კაზრეთში, არც მაშინ გაკეთებულა.

ანგარიშის წარდგენას მოქალაქეების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე, კომპანია RMG-ის წარმომადგენლები და ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ესწრებოდნენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."