დავით შერაზადიშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს ჰიროიუკი მორის შეხვდა

ნანახია: 151
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს ჰიროიუკი მორისთან და ამავე ოფისის პროგრამების ოფიცერთან კონსტანტინე წერეთელთან სამუშო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების პროექტი განიხილეს, რომელიც სოფელში 2022 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს იაპონური ცოდნის ადგილზე დანერგვის საშუალებით რძის ხარისხის გაუმჯობესებასა და რაოდენობის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში, სოფელ დისველში თებერვლის ბოლოს დაგეგმილია იაპონიიდან ექსპერტების ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, სოფელ დისველის ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."