სრული ინფორმაცია
დღეს სრულიად საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს.
სახელმწიფო დროშები გამოიფინა როგორც მუნიციპალურ შენობებზე, ასევე ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის ისტორიულ გერმანულ უბანში მდებარე ქართულ-გერმანული ღვინის სახლის, კულტურის ცენტრისა და გერმანული სახლების აივნებზე.
სახელმწიფო დროშები ასევე გადმოიფინა ბოლნისის მუზეუმისა და ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლის აივანებზეც.
საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.
საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.