ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ნანახია: 208
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ასევე დაამტკიცა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხა და განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს ოდენობები.

გარდა ამისა საკრებულოს სხდომაზე მოხდა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცება.
 ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში და მერიის სტრუქტურულ ერთეულებში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ მოსამსახურეთა რაოდენობის და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმების შესახებ“;

სხვა საკითხებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ „2024 წლის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს (საკრებულოსა და) მერიის ყოველთვიური საწვავის ლიმიტის და ყოველთვიური სასაუბრო ბარათების ლიმიტიც დაამტკიცა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე ერთხმად იქნა მიღებული დადებითი გადაწყვეტილება.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."