ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

ნანახია: 150
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ქ. ბოლნისის N1 საჯარო სკოლა მოინახულეს, ბოლნისის მუზეუმი დაათვალიერეს, ქართულ-გერმანული ღვინის სახლში ბოლნისელი მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინო დააგემოვნეს და ქვემო ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანული ხალიჩების მქსოველის ნამუშევრებს გაეცნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე ლია გიგაურთან, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან კენან ომაროვთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კიბერიძესთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან ერთად გამართეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მიმართ არსებული ვითარების ადგილზე გაცნობა წარმოადგენდა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."