24 სექტემბერი რადიო WW-ის დაბადების დღეა

ნანახია: 97
სრული ინფორმაცია

ბოლნისის ქალთა სათემო რადიო 3 წლის გახდა
⭕️2020 24 სექტემბერს რადიო WW-ის ინტერნეტ სივრცეში მაუწყებლობის უფლება ოფიციალურად მიიღო
⭕️დღეს 3 წლის გავხდით.
3 წელი არც ბევრია და არც ისე ცოტა. ამ ხნის მანძილზე ჩვენმა რადიომ რეგიონულ მედია სივრცეში თავისი სათქმელი უკვე თქვა.
⭕️იყო გამოწვევები, წარმატებები, და მიღწევებიც.
⭕️რადიოWW-ის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა გაზარდოს, გარკვეულ წილად მედიატორის როლის შესრულება შეძლოს საზოგადოებასა და
ხელისუფლებას შორის.
⭕️მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და ხმამაღლა საუბარი მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
ჩვენ ეს შევძელით.
⭕️ჩვენ არ ვართ ჩასაფრებულის პოზიციაში , მაგრამ ჩვენი გადაცემებით თუ ვიდეო პოდკასტებით არა ერთხელ დავეხმარეთ ადამიანებს, ქალებს, ვისთვისაც დავაარსეთ რადიო. ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობთ პრობლემებზე და ამ სამმა წელმა არაერთი პრობლემის მოგვარებული ქეისი მიიწერა.
⭕️3 წლის მანძილზე მედიასივრცეში გვქონდა ჩვენებური წარმატებები.
👉 „ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეული (EUSEW) 2023”-ის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტების კონკურსის გამარჯვებულებს შორის ჩვენც ვიყავით.
👉საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟისთვის გამარჯვებულ ჟურნალისტებს შორის დასახელდა მარიკო წიქორიძე და ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW
👉რადიოს WW -ის ჟურნალისტი ცირა მღვდელაძე ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ჟურნალისტების კონკურსის გაიმარჯვებულია, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე CENN- ის პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამისა (GEO CAP)” და „მწვანე გურია“ ფარგლებში, გაიმართა.
👉ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ დაჯილდოვებულ ჟურნალისტებს შორის დასახელდნენ რადიო WW-ის ჟურნალოსტების მაიკო გავაშელი და ცირა მღვდელაძე.
პირველად ჩვენი მწირი რესურსების მიუხედავად შევძელით, რომ მარტის აქციებიდან საკუთარი ინფორმაცია შეგვეთავაზებინა ბოლნისელი მსმენელისა და მაყურებლოსთვის, რასაც რადიო WW-ის ჟურნალოსტმა ქრისტინე ქუქჩიშვილმა არაჩეულებრივად გაართვა თავი. დღეს ის ჩვენი რეპორტიორია დედაქალაქში.

რადიო WW-ის სტატია და ჟურნალისტი წარდგენილი იყო ევროკავშირის პრიზზე მშვიდობის ჟურნალისტიკაში, რაც ასევე ჩვენი დიდი გამარჯვებაა.

24 სექტემბერს რადიო WW-ის გარდა მისი დამფუძნებელი ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,, ქალი და სამყარო’’ დაფუძნების 23 წელს აღნიშნავს. ბოლო სამ წელში ,, ქალი და სამყაროსთან” თანამშრომლობით ათამდე პროექტი განვახორციელეთ.

ვულოცავთ ამ თარიღს ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,, ქალი და სამყარო’’ -ს და აქვე მადლობას ვუხდით.

და ბოლოს მადლობა ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობა, იმ წარმატებული პროქეტების განხორციელება, რომლებიც 3 წლის განმალობაში გადიოდა რადიო WW-ის ეთერში.

მადლობა ყველა იმ რესპონდენტს, ვინც ამ ხნის განმალობაში სტუმრობდნენ ჩვენს გადაცემებსა და მონაწილეობდნენ ჩვენს პოდკასტებში.

მადლობა თითეულ მათგანს ნდობისთვის და არჩევანისთვის.

რადიო WW შეძლებს მოახდინოს რეალური ცვლილებები, მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."