ქალთა სათემო რადიო WW კონკურსის გამარჯვებულია

ნანახია: 232
სრული ინფორმაცია

დღეს თბილისში ,,წიგნის სახლი ბახტრიონზე“ ,,ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის EUSEW-2023”-ს ფარგლებში გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის „ლილე 2023“ და ჟურნალისტებისთვის საუკეთესო ტელე-რადიო რეპორტაჟებისა და საგაზეთო- ელექტრონული სტატიების კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა რადიომ WW გადაცემით ,,კვირის თემა” მიიღო, სადაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ვსაუბრობდით “ ევროპის მდგრადი ენერგეტიკის კვირეულზე» და იმაზე რამდენად მნიშვნელოვანია განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება, ასევე იმ კარგ შესაძლებლობაზე , რომელსაც „ევროპის მდგრადი ენერგეტიკული კვირეული“იძლევა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ .
რადიო WW მადლობას უხდის კონკურსის ჟოურის, ორგანიზატორებსა და დონორ ორგანოზაციებს: ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს, ასევე ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პროექტს ,,მერების შეთანხმება კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტებისთვის საქართველოში” გუნდს.
ჩვენთვის მნიშვმელოვანია ყველა გამარჯვება, რომელიც ჩვენ ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებს და. ხელს შეუწყობს მის მდგრად განვითარებას
აქვე გიზიარებთ გამარჯვებული გადაცემის ბმულს: . http://radioww.ge/shows/analysis-of-the-week/1486--.html

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."