ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ორ ნომინაციაში დააჯილდოვა.

ნანახია: 200
სრული ინფორმაცია

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ორ ნომინაციაში დააჯილდოვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას ორი პრიზი გადაეცა: წლიური ბიუჯეტის საუკეთესო შესრულებისთვის და ლიდერობა და მართვა საქართველოს თვითმმართველობის ორგანოებში.

24-26 აგვისტოს სასტუმრო ,,რუმს ყაზბეგში“ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის XIV ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ფინანსების ეფექტური მართვა და ალტერნატიული წყაროებიდან რესურსების ათვისების დაგეგმვა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის“, რომელშიც მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოადგილეებთან და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისა და ეკონომიკის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მიიღო.
ყრილობას ასევე ესწრებოდა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟრიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი.
ღონისძიებაზე შეხვედრის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების საკითხები განიხილეს და გაეცნენ უცხო ქვეყნების პრაქტიკას.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."