ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ნანახია: 371
სრული ინფორმაცია

ქალაქ ბათუმში, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლის რეგიონიდან მხოლოდ „ბოლნისის აგროცენტრმა“ მიიღო.


აგროცენტრმა დამთვალიერებელს ცენტრში არსებული სერვისებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინფრასტრუქტურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოფენის სტუმრებს აგროცენტრის სტენდთან ასევე ბოლნისურ საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც ჰქონდათ.


ღონისძიება საზეიმოდ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გახსნა. გამოფენას ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით „ბოლნისის აგროცენტრმა“ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."