DVV International-ის დაფინანსებით ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ნანახია: 686
სრული ინფორმაცია

ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მსმენელების მიღება სასწავლო კურსებზე უკვე დაწყებულია.

დღეს კი ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოინახულა და გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი.
 
ცენტრის დირექტორმა ირმა ზურაბაშვილმა სტუმრებს ზრდასრულთა განათლების ცენტრის მომავალი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„დღეს ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მოვინახულეთ, რომლის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. მოხარული ვარ, რომ სასწავლო ცენტრი ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად გაიხსნება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ განათლების მიმართულებას და ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ზრდასრულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში დასაქმების სფეროს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრს წარმატებებს ვუსურვებ. მუნიციპალიტეტი ცენტრს გვერდში ყოველთვის დაუდგება და მის განვითარებას ხელს აქტიურად შეუწყობს“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ზრდასრულთა განათლების ცენტრი DVV International-ის დაფინანსებითა და მხარდაჭერით შეიქმნა. ცენტრის კონცეფცია გერმანულ მოდელს ეყრდნობა. ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მსმენელებს 16 სხვადასხვა სასწავლო კურსს სთავაზობს.

მსგავსი ცენტრები წარმატებით ფუნქციონირებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელთა მიზანიც არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარებაა.
DVV International-ის დაფინანსებით ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."