,,ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი", - სალომე ზურაბიშბილი

ნანახია: 336
სრული ინფორმაცია

ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე მათ დეტალურად განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება.


„ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგდოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შესრულდეს და იმ გზაზე წაიყვანონ საქართველო, რომლიც საზოგადოების მიერ არის მოთხოვნილი გზა. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო! თქვენი ადგილი და ჩვენი ურთიერთობა არის მყარი და მუდმივი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."