თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

ნანახია: 34
სრული ინფორმაცია

👉 მრავალი წელია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვმუშაობთ იმისათვის, რომ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის, დევნილებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ქალებისთვის და სხვა სოციალური ჯგუფებისთვის შევქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები; ვმუშაობთ იმისთვის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი ვალდებულებების უკეთ შესრულებაში დავეხმაროთ; ვმუშაობთ იმისათვის, რომ დავიცვათ ადამიანების უფლებები, იმისთვის, რომ ჩვენი ხელშეწყობით, ახალი ცოდნით და უნარებით აღჭურვილმა ადამიანებმა გააძლიერონ საკუთარი თემი, საკუთარი მხარე, მთელი ქვეყანა.

👉 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპოროექტი, რომლის მიღებასაც პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობამ, სრულიად გვისპობს შესაძლებლობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ საქმიანობა, ვინაიდან ეს კანონი ანადგურებს მთავარს, რაზეც არის დაფუძნებული ჩვენი სამუშაო და რაც ჩვენი მრავალწლიანი დაუღალავი შრომითაა მოპოვებული, ესაა იმ ადამიანების ნდობა, ვისთვისაც ვშრომობთ და ვარსებობთ.

👉 ამ კანონპროექტის შემოტანის მეორე მცდელობით ქვეყანაში გაიზარდა დაპირისპირება, იგი ნერგავს დასმენის კულტურას და გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში, ამყარებს ავტორიტარიზმს და სრულიად გამორიცხავს ქვეყნის ევროპულ განვითარებას.

👉 მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, შეწყვიტეთ მისი განხილვა და გაიწვიეთ ეს მავნებლური კანონპროექტი, რადგან ის უკიდურესად აზარალებს სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენს ევროპულ პერსეპქტივას და მთელ ქვეყანას.
🇬🇪🇪🇺
ხელმომწერები:
1. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
2. თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი (TYC)
3. ახალგაზრდული საზოგადოება პარსიფალი
4. სათემო ფონდი კოდორი 2013

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."