კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება

ნანახია: 564
სრული ინფორმაცია

კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება. ამისშესახებ ვიცე-სპიკერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

“ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ იხსნება. ამ ეტაპზე სკოლები იხსნება 15 თებერვლიდან. როდესაც დამატებით მობილობა იქმნება სადღაც, არ შეიძლება ყველაფერი ერთად გაიხსნას. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქების გეგმის ფარგლებში ვუყურებთ იმას, თუ რომელი სეგმენტია ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი. სკოლები უფრო მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ვიდრე ბაღები. ბაღების ჯერიც აუცილებლად დადგება",-აცხადებს ცქიტიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."