ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ 36 პუნქტიან განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი

ნანახია: 419
სრული ინფორმაცია

ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ 36 პუნქტიან განცხადებაში საქართველოზეც არის საუბარი.

განახლებული ტრანსატლანტიკური პარტნიორობისკენ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების თანახმად, გაგრძელდება მუშაობა სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ.

„ჩვენი პოლიტიკისა და მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ჩვენ ვგეგმავთ აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგის დამყარებას რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიმდინარე ქმედებებს, რომ ძირი გამოუთხაროს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, განვაგრძოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლოდვას რეფორმების გზას. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობისკენ“ , - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."