,,ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს", - ამირან გულუაშვილი

ნანახია: 455
სრული ინფორმაცია

შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე გამოთქვამს პრეტენზიას, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება,- ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტებთან პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა ამ წინადადების წარმოდგენა და ამ პროცედურის ინიცირება ხორციელდება, არის მარტივი გარემოება, კერძოდ, ის რომ ნიკა მელიას არ სურს მასზე დაკისრებული გირაოს გადახდა, სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს.

"ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო, რომ მართლმსაჯულების პროცესი, რომელიც მის მიმართ ხორციელდება, წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში იყო გირაო. ის ფაქტი, რომ დღეს ამგვარი წინადადება არის წარმოდგენილი და პარლამენტი იმსჯელებს ამ საკითხზე, არის შედეგი ნიკანორ მელიას ქმედებისა, რომელსაც უბრალოდ არ სურს გირაოს თანხის გადახდა.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოხდა ბრალდების მხარის მიერ თავდაპირველადვე პატიმრობის გამოყენება, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო მოცემულობასთან გვაქვს საქმე, როცა ბრალდების მხარე საუბრობს ლმობიერ დამოკიდებულებაზე ბრალდებულის მიმართ და დაცვის მხარე ითხოვს, რატომ არ მოახდინა პროკურატურამ ნიკანორ მელიას დაპატიმრება. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალურად ვიმსჯელებთ დღევანდელ სხდომაზე,"- განავხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, სახეზეა ოთხი მიზეზი, რის გამოც საჭიროა აღკვეთის ღონისძიება.

„საპარლამენტო იმუნიტეტი თანამდებობრივი მდგომარეობა არავისთვის არ არის ინდულგენცია, ყველა ვალდებულია დაემორჩილოს კანონს, შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."