,,ნიკა მელიას განცხადება სიმხდალეა და საზოგადოების მოტყუების მცდელობა ", - მამუკა მდინარაძე

ნანახია: 471
სრული ინფორმაცია

თუ ნიკა მელიას გირაოს გადახდა უნდა, დაანებოს ამ მანიპულაციებს თავი, გადაიხადოს გირაო, დაექვემდებაროს კანონს და არა მიხეილ სააკაშვილის სურვილებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას „სიმხდალე და საზოგადოების მოტყუების მცდელობა“ უწოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გირაოს გადახდა მისი მხრიდან სირცხვილი და დანაშაული იქნება, რადგან მის წინააღმდეგ „საქმე შეკერილია“. მან ასევე "საქართველოს ბანკს" მიმართა, თუკი მოხდება შესაბამის ანგარიშზე მის სასარგებლოდ გირაოს გადახდა, ეს იქნება მისი უფლებების შელახვა.

"ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც ხელისუფლების მხრიდან იქნება გამოყენებული, მითიური პერსონა, რომელზეც დღეს „ქართულ ოცნებაზე“ ორიენტირებული მედია ნადირობს და პლუს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, ჩემი არაკეთილმოსურნე იქნება და პირადად მე მომიწევს ამ ადამიანის მხილება, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, არამედ სპეციალური უსაფრთხოების სამსახურთან“,- განაცხადა მელიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."