მიხეილ სააკაშვილი: აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? ისევ „აწვებით" პირველ ჩვენებას?

ნანახია: 379
სრული ინფორმაცია

სინამდვილეში პუტინმა უკან დაიხია და უარი თქვა უკრაინაზე თავდასხმაზე, - ასე გამოეხმაურა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „აღიარების“ ფაქტს.

მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ აღნიშნული აღიარებით რუსეთმა ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი.

„დასავლეთის უპრეცედენტო ერთიანობამ და უკრაინელი ხალხის ერთ მუშტად შეკვრამ თავისი სიტყვა თქვა. რაც მან ე.წ. აღიარა, იმას ისედაც აღიარებდა. ამით მან მოკლა მისთვის მომგებიანი მინსკის ხელშეკრულება და ოფიციალურად მიიღო ოკუპანტის სტატუსი. აბა, სად ხართ ის ხალხი, ვინც მე 2008-ში ომის დაწყებას და პროვოკაციაზე წამოგებას მედავებოდა? ისევ „აწვებით" პირველ ჩვენებას? ახლა ხომ დაინახეთ უკრაინას და საქართველოს რაც არ უნდა ექნა, აღიარება მაინც მოხდებოდა, ოღონდ საქართველოს, უკრაინისგან განსხვავებით, არ აქვს სტრატეგიული სიღრმე და რუსები თბილისს აიღებდნენ. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი დედაქალაქი და ჩვენი სახელმწიფოებრიობა", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ გააცნო


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."