რუსეთის შეჭრის დღიდან უკრაინაში 220 ბავშვი დაიღუპა

ნანახია: 419
სრული ინფორმაცია

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 220 ბავშვი დაიღუპა, 406-ზე მეტი კი დაშავდა.


უწყების ცნობით, ამ დრომდე არსებული მონაცემებით, საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში ემსხვერპლა.


პროკურატურის განცხადებით, 2 მაისს ოდესაში რუსული არმიის სარაკეტო იერიშის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა, 17 წლის გოგო კი დაშავდა.

მათივე ცნობით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 1 584 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 118 მათგანი მთლიანად განადგურებულია.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."