,,არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს", - გიორგი მარგველაშვილი

ნანახია: 428
სრული ინფორმაცია

არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დარჩენასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებას.

კითხვაზე: აპირებს თუ არა გიორგი გახარიასთან ერთად პოლიტიკაში ყოფნას, მარგველაშვილი აღნიშნულს გამორიცხავს.

„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.

ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალი გულისხმობს ახალ პოლიტიკური ცენტრის შექმნას, რომელიც დაასტაბილურებს ორ პოლიტიკურ ვექტორს და იქნება ქართული საზოგადოების პირდაპირი შეკვეთის შემსრულებელი.

„ეს ალტერნატივა არის სტაბილურობის ალტერნატივა და წარმოადგენს ახალ ცენტრს, რომელსაც უკვეთავს ქართული საზოგადოება. ქართულმა საზოგადოებამ ნახა ერთი ხელისუფლებაც და მეორეც, მაგრამ მომავალი გულისხმობს ახალ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც დაასტაბილურებს ამ ორ ვექტორს და იქნება ქართული საზოგადოების პირდაპირი შეკვეთის შემსრულებელი. ასეთი არის ოპოზიციური ძალა, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროატლანტიკური, მშვიდობიანი განვითარების მიზნებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ“, - განაცხადა გიორი გახარიამ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."