სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა,

ნანახია: 500
სრული ინფორმაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით,  სალომე ზურაბიშვილი  შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

მათივე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ მეორე შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში, კრისტიან დანიელსონი პირად წარმომადგენლად გამოგზავნა.

დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს. შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება. 

კრისტიან დანიელსონს საქართველოში 14 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა წასვლა გადაიდო.

წყარო: On.ge


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."