საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობასა და შემდეგი ოთხი წლის პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

ნანახია: 445
სრული ინფორმაცია

საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ მთავრობის ახალ შემადგენლობასა და შემდეგი ოთხი წლის პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ღარიბაშვილს მხარი არ დაუჭირეს. პარტია "ევროპელმა სოციალისტებმა" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

ირაკლი ღარიბაშვილი უკვე მეორედ გახდა პრემიერმინისტრი. 

გახარიას კაბინეტში ღარიბაშვილმა მხოლოდ ერთი ადამიანი – ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი მისი მოადგილით შეცვალა. ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე იქნება. 

თავად ღარიბაშვილს კი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მისი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე ჩაანაცვლებს.

18 თებერვალს გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში შეუთანხმებლობა დაასახელა. ენმ-ის თავმჯდომარეს წინა დღეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. ამის გამო, ოპოზიციური ლიდერები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ნიკა მელიას ფიზიკურად დაიცავდნენ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."