ალეკო ელისაშვილი - გაილახა მდინარაძე ხოშიანად, მოხვდა რუსულ „სიფათში“ - უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით

ნანახია: 28
სრული ინფორმაცია

გაილახა მდინარაძე ხოშიანად, ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, - ეს განცხადება „მოქალაქეების“ ლიდერმა ლეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ გააკეთა, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის ლიდერს ამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მისი თქმით, ეს კანონპროექტი არ უნდა გავიდეს. ელისაშვილის თქმით, ახლა ვისაც ქვეყანა უყვარს გარეთ უნდა გამოვიდეს.

„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ...ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ, ყველას ვაგინებდი. რა მოხდა და მდინარაძეს ეს [მუშტი] მოხვდა იმ რუსულ სიფათში. მე მცემეს, მაგრამ მოვადე პირველი. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი. იმდენი ხალხი მირტყამდა, ბოლოს ვეღარ გავარკვიე[ვინ მირტყამდა]", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."