ხვალიდან პოლიკლინიკები „ფაიზერით" აცრას შეძლებენ

ნანახია: 414
სრული ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან, პოლიკლინიკები "ფაიზერით" აცრას შეძლებენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება მთავრობის დადგენილებაში გუშინ შევიდა.

"გუშინ ღამით პრემიერის, მთავრობის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, "ფაიზერის" ადმინისტრირების უფლება დიდ სივრცეებსა და პოლიკლინიკურ დაწესებულებებს ეძლევათ", - აღნიშნავს გამყრელიძე.

რაც შეეხება სოფლებში იმუნიზაციის მიმდინარეობას. როგორც მან " ინტეპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სოფლებში "მობილურ ბრიგადებზე" მუშაობა მიმდინარეობს, რაც მალე დასრულდება.


"დღეს "ფაიზერზე" 166 ბრიგადა მუშაობს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, 2-3-ის გამოკლებით, ყველგან არის რაიონის ცენტრში "ფაიზერის" გაკეთების შესაძლებლობა. რაც შეეხება სოფლებს, "მობილურ ბრიგადებზე" შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს და მალე იქნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.

წყარო: ინტერპრესნიუსი


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."