გაბუნია: დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ იგეგმება

ნანახია: 454
სრული ინფორმაცია

,,დღევანდელი გადაწყვეტილებით და მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისიწინებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომდევნო ეტაპებზე.

ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში, პროგნოზულად, რომელსაც ჩვენ  საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიდან ვიღებთ. ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ესაა პიკი, რომელიც შემდეგი დაახლოებით 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე".- განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიამ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იმატებ – გასულ 24 საათში ვირუსით ინფიცირების
4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."