გამყრელიძე: წელს კორონავირუსით გარდაცვლილთა 99,7% აუცრელი იყო

ნანახია: 402
სრული ინფორმაცია

,, წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელია. ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი – 0.3% ორჯერ აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში, დაახლოებით, 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ აცრა 15-ჯერ უფრო იცავს. 1 000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება, დაიღუპოს 1 ადამიანი. მაშინ, როცა 1 000 ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი, დაღუპვის ალბათობა არის 15."- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

,,15-ჯერადი განსხვავებაა, ამიტომ აცრის დაცვას აქვს ძალიან სერიოზული საფუძველი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აცრები ერთ-ერთი მთავარია, რაც ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს."- თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."