სრული ინფორმაცია
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ქვეყანაში 17 261 პირია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1568 ადამიანია.
თუმცა, უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში 36 578 ტესტი ჩატარდა და კორონავირუსით ინფიცირების 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; გარდაიცვალა 9 ადამიანი.