სალომე ზურაბიშვილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ნანახია: 473
სრული ინფორმაცია

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა. პრეზიდენტს ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

"დღეს აცრა ურიგოდ ჩავიტარე, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და მგონი, არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის რიგია, რომლებმაც ეს თვეები ძალიან მძიმე გამოცდა გაიარეს. საჭიროა, ისინი დღეს აიცრან იმისთვის, რომ გადამდები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მერე დაიწყება შემდეგი ჯგუფების რიგიც. თუ გვინდა იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია გამოვიყენოთ ის საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და კიდევ სხვასაც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."