8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება.

ნანახია: 440
სრული ინფორმაცია

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

"საზოგადოებრივი კვების ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად არის დარღვევები, როდესაც სახეზე გვაქვს სოციალური ღონისძიება, რაც დღეის მდგომარეობით აკრძალულია. ანუ, ისეთი ღონისძიება, სადაც ხდება ბევრი ადამიანის ერთობლივად, ერთ სივრცეში თავშეყრა. მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან იხსნება შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი, კვების ობიექტები, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება ცოცხალი მუსიკის შესრულება, ვინაიდან ეს დამატებით იწვევს ღონისძიების მასშტაბის ზრდას და ასევე, როდესაც ასეთი კულტურული ღონისძიება ტარდება, მასშტაბი გაცილებით დიდია და ამ პროცესში ხალხის მობილობის, ისევე როგორც რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია", - განაცხადა ფერაძემ.

8 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.

მათ შორის იხსნება: სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით; რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა; არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."