,,საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მოსალოდნელია",- თენგიზ ცერცვაძე

ნანახია: 501
სრული ინფორმაცია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი, რომელიც ახლა 62%-ია, 90%-ზე უნდა ავიდეს.

„მესამე ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი „ლოქდაუნი“ 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას. ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი. სამწუხაროდ, ჩემთან მოდის ინფორმაცია, რომ ადამიანები გავთამამდით და შეზღუდვების მოხსნის პარალელურად პირბადეებზეც უარი თქვეს. თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებლი იყო 72%, ახლა 62%-ია, ჩვენ რომ თავი დაზღვეულად ვიგრძნოთ მესამე ტალღისგან, პირბადეების ტარების მაჩვენებელი უნდა გვქონდეს 90%“,- განაცხადა ცერცვაძემ.


    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."