სრული ინფორმაცია
საქართველოში 50 991 სამედიცინო პერსონალიდან 37 496 ექიმი, ექთანი და სანიტარი ვაქცინირებულია, 13 495 კი შესაბამისად - აუცრელი.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს
ქვეყნის მასშტაბით, 22 713 ექიმიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 18 961, აუცრელი კი 3752. ასევე, 22 376 ექთნიდან ერთჯერადად აცრა გაკეთებული აქვს 15 119-ს, ხოლო აუცრელია 7257 ექთანი. რაც შეეხება სანიტარს, 5 902 სანიტრიდან ერთი დოზით ვაქცინირებულია 3 416, აუცრელია 2 486.
რაც შეეხება არასამედიცინო პერსონალს, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 32 785 არასამედიცინო მიმართულების თანამშრომელი მუშაობს, საიდანაც მინიმუმ ერთჯერადად ვაქცინირებულია 25 998 პირი, ხოლო ვაქცინა გაკეთებული საერთოდ არ აქვს 6 787 პირს.
ასევე, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი აუცრელი ექიმი დედაქალაქშია.
კერძოდ, თბილისში დასაქმებული 13 553 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 11 510 პირი (84,9%), აუცრელია 2043.
მონაცემები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
ქვემო ქართლში 1367 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 1051 (76,9%); აუცრელია 316;
აჭარაში - 1706 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 11510 (87.5%), აუცრელია 214;
იმერეთში 2318 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 1845 (79,6%), აუცრელია 473 პირი;
სამეგრელო - ზემო სვანეთში - 1054 ექიმიდან ვაქცინირებულია 899 (85,3%), აუცრელია 155;
სამცხე ჯავახეთში - 293 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 235 (80,2%), აუცრელია 58;
კახეთში - 983 ექიმიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 765 (77,8%); აუცრელია 218;
მცხეთა-მთიანეთში - 274 ექიმიდან ვაქცინირებულია 221 (80,7%), აუცრელია 53;
გურიაში -273 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 235 (86,1%), აუცრელია 38 პირი.
რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთში - 102 ექიმიდან ვაქცინირებულია 85 (83,3%), აუცრელია 17;
შიდა ქართლში - 790 ექიმიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 623 (78,9%), აუცრელია 167.
რაც შეეხება ექთნებს:
დედაქალაქში 10 979 ექთნიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 7614 (69.4%);
ქვემო ქართლში - 1489 ექთნიდან ერთჯერადად ვაქცინირებულია 835 (56,1%);
აჭარაში - 2198 ექთნიდან ვაქცინირებულია 1780 (81%);
იმერეთში - 3055 ექთნიდან ვაქცინირებულია 1853 (60,7%);
სამეგრელო -ზემო სვანეთში - 1152 ექთნიდან ვაქცინირებულია 865 (75,1%);
სამცხე ჯავახეთში - 569 ექთნიდან ვაქცინირებულია 374 (65,7%);
კახეთში - 1027 ექთნიდან 591-ია ვაქცინირებული (57,6%);
მცხეთა-მთიანეთში - 372 ექთნიდან ვაქცინირებულია ერთჯერადად 253 (68%);
გურიაში - 341 ექთნიდან ვაქცინირებულია 270 (79,2%);
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 248 ექთნიდან ვაქცინირებულია 178 (71.8%);
შიდა ქართლში - 946 ექთნიდან ვაქცინირებულია 506 (53,5%)
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მოწოდებული ინფორმაცია 2021 წლის 15 მარტიდან - 2022 წლის 2 თებერვლის პერიოდს მოიცავს.