რუსთავის ინოვაციური ჰაბი ბოლნისში ახალ პროექტს განახორციელებს

ნანახია: 506
სრული ინფორმაცია

,,თანადაფინანსების ახალი მექანიზმები ქვემო ქართლში“,- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგრბშიც რუსთავის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელი რევაზ ბარბაქაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს, მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

რევაზ ბარბაქაძემ დამსწრეთ დეტალურად გააცნო პროექტის კონცეფცია,რომელიც დაფინანსებულია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ.

პროქტის მიზანია: სამიზნე მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების გადაჭრის პროცესში, მხარეების თანამშრომლობის გაზრდა და ინტერ სექტორული თანადაფინანსების პროცესების გაძლიერება, მათი ინსტიტუციონალიზაციის საშუალებით.

რუსთავის ინოვაციური ჰაბი ბოლნისში ახალ პროექტს  განახორციელებს
პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის მიერ უკვე მომზადდა ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის ,,ინიციატივების დაფინანსება“ განხორციელების წესი“, რომელსაც სამომავლოდ ბოლნისის საკრებულო დაამტკიცებს.

ახალი პროგრამა მუნიციპალიტეტში ახალგზარდების გაძლიერებასა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

    მოცემული ვებ გვერდი Global Fund For Women -ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში." პროგრამა რეგიონში ქვემო ქართლის ქალთა ასოციაციამ ,,ქალი და სამყარო" განახორციელა.

ქალთა რადიო ვივი (Women and the World) შექმნილია ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია ,,ქალი და სამყაროს" მიერ Global Fund For the Women-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის " ქალები ცვლილებებისთვის- ქალები, რომლებიც მხარს უჭერენ ქალთა, გოგონათა და ტრანს ადამიანების უფლებებს, კულტურას, რელიგას, კონსერვატიზმს, ფუნდამენტალიზმსა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შექმნას რეგიონში."