სრული ინფორმაცია
ბოლნისის კულტურის ცენტრში ახალგაზრდული ფრთის პრაქტიკულ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი.
მოხდა ცენტრის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების გაფართოვება. ახალგაზრდული და სახელოვნებო მიმართულების კურატორად დაემატა ახალი მოადგილე - ალექსადრე მანაგაძე,.
შეიქმნა ახალგაზრდული განყოფილება, რომელშიც გაერთიანებული იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაბებსა და სოფლებში სათემოს წარმომადგენლები.
დღესვე მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა სოსო კოპალეიშვილმა მოინახულა სათემოები და მათ ხელმძღვანელები წარუდგინა:
მურმან ქველაძე - ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი; მარიამ ნასყიდაშვილი - დაბა კაზრეთის თემის წარმომადგენელი; აიშა ახმედოვა - ტალავერის თემის წარმომადგენელი;ნარგილა მამედოვა - ქვ.ბოლნისის თემის წარმომადგენელი.
წყარო: ბოლნისის კულტურის ცენტრი